ირაკლი კობახიძე - დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს, თუ ისევ არ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება

დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, ევროკომისიის მიერ ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობა ძალიან დადებითად შეფასდა.

„საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება 12 პუნქტთან არ იყო კავშირში. ეს 12 პუნქტი დადგენილია უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. 12 პუნქტი არ არის კრიტერიუმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, კრიტერიუმი არის საერთოდ მდგომარეობა, რომელიც აქვს ქვეყანას და რაც შეფასდა დღეს ევროკომისიის მიერ.

რაც შეეხება 12 პუნქტს, მაგალითად, პირდაპირ საუბრობდნენ უკრაინელები და მოლდოველები, რომ შეიძლება 2-3 წელი დასჭირდეს მათ მიერ თავიანთი 12 პუნქტის შესრულებას. 12 პუნქტი არის იმის მეასედი, რაც ევროკომისიის მიერ შეფასდა და რაც შარშან უნდა გამხდარიყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი და წელსაც უნდა გახდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი.

გამომდინარე იქიდან, რომ საერთო მდგომარეობა ძალიან დადებითად შეფასდა, დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ აქვს ალტერნატივა თუ ისევ არ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ დაეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას. წესები იცავს მომხმარებლებს და მხარს უჭერს თანამედროვე სერვისების უნივერსალურ ხელმისაწვდომობას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა