პაატა მანჯგალაძე - ომზე პროპაგანდა ცრუ დილემა, რუსული საქმე და ქვეყნის ღალატია - თუ რეფორმებს ჩავატარებთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ

ეს შეფასება აღვირახსნილი რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოა - პარტნიორებს პროგრესის დანახვაც შეუძლიათ, სტატუსზე გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის და საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას არავინ სთხოვს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის ანგარიშს, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეფასდა.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიშის შედეგად გამოჩნდა, რომ ქვეყანა თუ რეფორმებს განახორციელებს, სტატუსს მიიღებს.

„თუ რეფორმებს ჩავატარებთ, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ხოლო ომზე პროპაგანდა არის ცრუ დილემა, რუსული საქმე და ქვეყნის ღალატი. ის, რომ პატარა პროგრესი სამართლის კუთხით ბევრ საკითხზე დანახულია იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და საქართველოში მეორე ფრონტი უნდოდათო. ეს ანგარიში გვაჩვენებს, რომ კობახიძე ყოველ დღე გვატყუებდა. ქვეყანა თუ 12 რეკომენდაციას შეასრულებს, ამასაც დაინახავენ და ქვეყანას სტატუსს მისცემენ, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ერთი წელია ირაკლი კობახიძე რუსული პროპაგანდის კვალდაკვალ ამტკიცებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა