გიორგი სააკაშვილი - ჩინოვნიკების მხრიდან ქილიკი, შეურაცხმყოფელი განცხადებები გრძელდება - ვთხოვ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს, ვინაიდან, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ოჯახის წევრი ხელიდან გვეცლება

ვთხოვ ხელისუფლებას, ქილიკისა და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, ვინაიდან, ოჯახი, საზოგადოება მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდესაც ოჯახის წევრი ჩვენ ასე ხელიდან გვეცლება , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და მისი მძიმე მდგომარეობა სწორედ აქედან არის გამოწვეული.

"სახელმწიფოს, ჩინოვნიკების მხრიდან ქილიკი, შეურაცხმყოფელი განცხადებები გრძელდება. მართლა ვერ ვხვდები როდემდე უნდა გრძელდებოდეს მსგავსი განცხადებები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მიშა სააკაშვილი ჩამოვიდა აბსოლუტურად ჯანმრთელი და დღეს 68 კილომდეა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მიშა სააკაშვილი საქართველოში არის მოწამლული. მე ვერ დაგიდასტურებთ, სად მოხდა კონკრეტულად, მაგრამ ფაქტია, რომ მიშას ასეთი მდგომარეობა მოწამვლიდან არის გამოწვეული. ამიტომ მე ვთხოვ ხელისუფლებას, მსგავსი განცხადებებიდან თავი შეიკავოს, ვინაიდან ოჯახი, საზოგადოება მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდესაც ოჯახის წევრი ჩვენ ასე ხელიდან გვეცლება. რა ვუპასუხო არც ვიცი", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა