ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ისევ ოპოზიციას დავუთმოთ - ჩვენი ვალდებულებაა ომბუდსმენის თანამდებობაზე არაკეთილსინდისიერი ადამიანი გიორგი ბურჯანაძე ან ანა აბაშიძე არ აირჩიონ

მზად ვართ, სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ისევ ოპოზიციას დავუთმოთ - თუ ისეთ კანდიდატებს წარმოადგენენ, რომელიც ერთდროულად იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის, ჩვენ სათანადო მიდგომა გვექნება, - აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე არაკეთილსინდისიერი ადამიანი გიორგი ბურჯანაძე ან ანა აბაშიძე არ აირჩიონ, რომელიც “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აგინებდა“.

კობახიძის ინფორმაციით, ომბუდსმენის არჩევის თემაზე პარლამენტში კონსულტაციები განახლდება.

მან იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციების საფუძველზე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ახალი სახალხო დამცველის არჩევას შეძლებენ.

„მთავარია, რომ ოპოზიციამ მინიმალური კონსტრუქციული მიდგომა აჩვენოს. ჩვენ ანალოგიური მიდგომით ვიმოქმედებთ - მზად ვართ, კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ისევ ოპოზიციას დავუთმოთ, ოღონდ მათ სათანადო კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელონ და გიორგი ბურჯანაძე ან ანა აბაშიძე არ უნდა წარმოადგინონ, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებს პირდაპირ აგინებდა, ხოლო მეორე ხალხს პირდაპირ მოუწოდებდა იმ აქციებში მონაწილეობისკენ, რომელიც ხელისუფლების გადატრიალებას ითვალისწინებდა. თუ ასეთი კანდიდატურები წარმოდგენილი არ იქნება, ამ შემთხვევაში კონსენსუსის მიღწევის რესურსი არსებობს. კონსტიტუციაში წერია, რომ სახალხო დამცველი მინიმუმ 90 დეპუტატს უნდა მოსწონდეს. ამ 90 დეპუტატიდან უმრავლესობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ. სახალხო დამცველი უნდა მოგვეწონოს ჩვენც და არა მხოლოდ ოპოზიციას. თუ ეს არის ჩარევა, მათ კონსტიტუცია ვერ წაუკითხავთ. ის, რომ სახალხო დამცველი უმრავლესობასაც უნდა მოსწონდეს, ეს ჩარევა არ არის! - 90 ხმიდან, რაც სახალხო დამცველის ასარჩევად არის საჭირო, 83 ხმა არის ჩვენი. რა თქმა უნდა, ჩვენ გადაწყვეტილების მიღებაში ვერევით - ეს წერია კონსტიტუციაში და კონსტიტუცია გვავალდებულებს ამ პოსტზე არასათანადო ადამიანი არ შევარჩიოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა