თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
"ჯემალ ღაღანიძემ ათეულობით გამორჩეული სახე შექმნა, როგორც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე, ასევე ქართულ კინემატოგრაფში. ის იყო შესანიშნავი პიროვნება, თბილისის საპატიო მოქალაქე. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული თეატრალური ხელოვნებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის", - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის საკრებულო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.