ლევან ხაბეიშვილი - ყველა იმ ადამიანმა, ვინც მონაწილეობდა და მონაწილეობს პრეზიდენტ სააკაშვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა იცოდეს, რომ პასუხი მოეთხოვება

ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც მონაწილეობდა და მონაწილეობს პრეზიდენტ სააკაშვილის წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა იცოდეს, რომ პასუხი ყოველ მიზეზ გარეშე მოეთხოვება , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ეს ადამიანები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან და ყველა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იქნება მიცემული".

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესები მალე დასრულდეს.

"ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო გამოხმაურებას პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხესთან დაკავშირებით, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ეს პროცესები კიდევ არ გაიწელოს. რუსული რეჟიმი ჩვენდა სამწუხაროდ, ამ პროცესებს დეკემბრიდან წელავს და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დასრულდეს. ყველა დოკუმენტაცია, ყველა მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ კანონის შესაბამისად მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება, თუ ეს გადაწყვეტილება ცხადია, სამართლიანი იქნება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა