ლაშა ხუციშვილი - საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა აგებულია ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე

საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა აგებულია ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიეძღვნა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოსვლისას, მან სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-ის მიერ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივასა და სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

„სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასებაა. ეს არ გახლავთ ისეთი მაჩვენებელი, სადაც რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია დიდი პროგრესის მიღწევა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთი საფეხურის ცვლილებასაც კი, მინიმუმ რამდენიმე წელიწადი სჭირდება და დროის ეს შუალედი, ბუნებრივია, დამოკიდებულია ამ პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებზე. დღეისათვის, ჩვენი საკრედიტო რეიტინგი BB დონეზეა შეფასებული. ჩვენ გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ მივაღწიოთ „საინვესტიციო რეიტინგს“, რა მიზანსაც „Fitch“-ის ბოლო ცვლილებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი განცხადებით, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას ერთდროულად მრავალი მიმართულებით წინსვლა სჭირდება.

„ეს მიმართულებებია მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, რაც ბოლო წლებია ჩვენი ძლიერი მხარეებია. ქვეყნის მმართველობის ხარისხი, რითაც აგრეთვე ლიდერი პოზიცია გვიჭირავს მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის. საგარეო მოწყვლადობები, სადაც ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ქვეყანამ შემცირების მიმართულებით, გეოპოლიტიკური რისკები და ქვეყნის შემოსავლების დონე, რაც არის გრძელვადიანი გამოწვევა და სადაც ინვესტიციებს აქვს ძალიან დიდი როლი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ერთი მხრივ, შემოსავლების ზრდისთვის, ანუ ეკონომიკური ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა, მმართველობის მაღალი ხარისხი, სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.

„საქართველოს ბანკისა“ და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა მესამე დისკუსია, რომლის მთავარი თემა იყო „საინვესტიციო პოლიტიკა“. დისკუსიაში ფინანსთა მინისტრთან ერთად, მონაწილეობა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მიიღეს. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი გიორგი აბაშიშვილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა