შს მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის - ფაზა 2“ - მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ადამიანის უფლებების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა და ევროკავშირის დელეგაციის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში აგატა ნიბოიმ.

უწყების ცნობითვე, სიტყვით გამოსვლისას, მათ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაფასეს და სამომავლოდ პროექტის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ალექსანდრე დარახველიძემ პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი შეაჯამა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა სამინისტროში მოქმედი შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის ეფექტურობას, ასევე, შსს-ს აკადემიაში დანერგილი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და კომუნიკაციის სტანდარტების სასწავლო მოდულისა და აღნიშნული მოდულის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კასკადური გადამზადების მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აგრეთვე შშმ პირთა სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობისა და სხვა რელევანტურ საკითხებზე ჩატარებული სწავლებების პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა.

ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს განვითარების პროგრამას, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის.

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს