ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს ვერ და არ ჩაანაცვლებს - ჩვენ პარლამენტში როგორც დეპუტატების, ისე აპარატის ნაწილში, არანაკლები და ხშირად მეტი კვალიფიკაცია აქვთ იურისტებს

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს ვერ და არ ჩაანაცვლებს - იქაც არიან ადამიანები, ექსპერტები, რომლებსაც აქვთ მეტი ან ნაკლები კვალიფიკაცია და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტში როგორც დეპუტატების, ისე აპარატის ნაწილში, არანაკლები და ხშირად მეტი კვალიფიკაცია აქვთ იურისტებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რამდენად გაიზიარებს მმართველი გუნდი სრულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე.

კობახიძის თქმით, დაელოდებიან კომისიას და ნახავენ როგორც ქართული ისე უკრაინულო ვერსიის შეფასებას და ამის მიხედვით გადაწყვეტენ, როგორ არის შესაძლებელი პროექტის მოდიფიცირება.

„ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი სტრუქტურა, რომელიც სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს და ეს სამართლებრივი შეფასებაც ყოველთვის არ არის ხოლმე აბსოლუტური ჭეშმარიტება, ამის არაერთი მაგალითი უნახავს თანამედროვე ევროპას. ჩვენ შევხედავთ ყველაფერს ზედმიწევნით და და საზოგადოებას დეტალურად წარვუდგენთ ინფორმაციას, თუ რა გავიზიარეთ, რა არ გავიზიარეთ, რატომ გავიზიარეთ და რატომ არ გავიზიარეთ. ვენეციის კომისია არის საქართველოს პარლამენტი თუ როგორ არის?! ვენეციის კომისიაში დოკუმენტის გაგზავნა ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რათა სამართლებრივი ექსპერტიზა იყოს წარმოდგენილი.

ვენეციის კომისიას აქვს ერთადერთი ფუნქცია, დამატებითი სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელიც ქვეყანას ეგზავნება, მაგრამ იქაც არიან ადამიანები, მათ შორის ექსპერტები, რომლებსაც აქვთ მეტი ან ნაკლები კვალიფიკაცია. მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტში როგორც დეპუტატების ნაწილში, ისე აპარატის ნაწილში, არანაკლები და ხშირად მეტი კვალიფიკაცია აქვთ იურისტებს. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, ჩვენ ჩვენი პარლამენტი, აპარატი და ა.შ. საკუთარი პასუხისმგებლობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, დამატებით ექსპერტიზა კარგია, მაგრამ ეს არის ის ფუნქცია, რაც აქვს ვენეციის კომისიას, მაგრამ ვენეციის კომისია ვერ და არ ჩაანაცვლებს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი არის საქართველოს პარლამენტი, რომელიც მოქმედებს საკუთარი პასუხისმგებლობით”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოლიგარქები ოპოზიციაში არიან და თუ მათთან დაპირისპირება და საქართველოში მათი გავლენების შესუსტება არ სურთ, შესაძლოა, კომისიიდან მოვიდეს რეკომენდაცია, რომ პროექტის მიღება საჭირო არ არის.

„რასა იუკნევიჩიანე თუ აღიქვამს ივანიშვილს ოლიგარქად, მაშინ უნდა ჩაითვალოს, თუ როგორ არის საქმე? ვხედავთ, რომ ეს კანონი ბევრს არ მოსწონს, რადგან ის მიმართულია ოლიგარქების წინააღმდეგ და ვინ არის ოლიგარქი პოლიტიკაში? - ის ვინც, მაგალითად, „ნაცმოძრაობაში“ თავის ფორმალური თავმჯდომარე გაიყვანა. შეიძლება ვიღაცების პოლიტიკურ ინტერესებში არ იყოს ოლიგარქებთან დაპირისპირება, ანუ მათი გავლენის დასუსტება საქართველოში, თუ ეს ასე იქნება, შეიძლება ვენეციის კომისიამ თქვას, რომ არ არის საჭირო ამ კანონის მიღება, მაგრამ ვერცერთ პერსონაზე ვერცერთი კანონი ვერ იქნება მორგებული და ამას მით უმეტეს, ვენეციის კომისია ვერ დაგიწერს. შანსი არე არსებობს, რომ ისეთი რამ შემოგთავაზოს, რაც ერთ კაცზე იქნება მორგებული. იმიტომ ეშინოდათ კანონის და გახსოვთ, გამოვიდნენ NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, კარლ ჰარცელი… იმიტომ ეშინოდათ, რომ ოლიგარქების წინააღმდეგ არის მიმართული და ვინ არიან ოლიგარქები საქართველოში ვიცით - ვინც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში თავმჯდომარეებს ცვლის ხელის ბიჭებივით. თუ ვინმეს არ უნდა ამ ოლიგარქიული გავლენების შესუსტება, გვეტყვის, რომ არ უნდა მივიღოთ კანონი, ეს არის მაქსიმუმ, რასაც ველოდებით”, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხის მნიშვნელობას კანდიდატის სტატუსის მიღების ჭრილში, კობახიძე განმარტავს, რომ „ვიღაცებს“ საქართველოში „მეორე ფრონტი“ სურთ. „ვიღაცებს უნდათ გათავისუფლდეს სააკაშვილი იმისათვის, რომ არიონ ეს ქვეყანა და მერე მიაღწიონ იმას, რასაც გვეუბნება მაგალითად, პირდაპირ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი - ეს არის „მეორე ფრონტი“. ეს არის ერთადერთი მიმართულება, მეორე მიმართულება არ არსებობს. ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი”,- განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა