ეკა ხერხეულიძე - მოლოდინი, რომ ამ ვითარებაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, თავის მოტყუებაა - ის ყოველდღიურად კიდევ უფრო დამძიმდება

ნებისმიერი ადამიანის მოლოდინი, რომ შესაძლებელია, ამ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თავის მოტყუებაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო დამძიმდება.

„ის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო დამძიმდება, ეს არის ის ლოგიკა, რაც ყველა საღ ადამიანს უნდა ჰქონდეს ხელისუფლებაშიც და გულშემატკივრების რიგშიც, მათაც ვისაც არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის პერსონა, მაგრამ აინტერესებს საქართველოს ბედი. ამიტომ დღევანდელი მისი მძიმე მდგომარეობაც, რაც გიული ალასანიამ აღწერა, არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც ჩვენ 2-3 დღის წინ ვიხილეთ. მისი გაუბედურებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფაქტები მთელმა მსოფლიომ ნახა, ადეკვატურად შეაფასა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არის ყრუ. ეს არის ჩვენი პრობლემა და საზოგადოების პრობლემა, ვერ ვახერხებთ გამოვაფხიზლოთ ეს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის და არ ვაიძულებთ, გაიგოს,“ - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა