ნინო ნადირაძე - მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ დიაზეპამის ინტრამუსკულარული ინექცია არ შეწყვეტილიყო -  ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში

მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ დიაზეპამის ინტრამუსკულარული ინექცია არ შეწყვეტილიყო - ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში - ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ნინო ნადირაძე განმარტავს, „ვივამედის“ კლინიკის პერსონალზე ზეწოლა მუდმივი ხასიათის იყო. მისივე თქმით, სააკაშვილის კლინიკაში შეყვანის დღეს გააფრთხილა მედპერსონალი, რომ წნეხის ქვეშ მოუწევდათ ყოფნა.

„ეს ზეწოლა მუდმივი ხასიათის არის. ჩემდა გასაკვირად, არა სახელმწიფოს მხრიდან. ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთადერთხელ იყო ზეწოლა, როდესაც დიაზეპამის ინტრამუსკულარულ ინექციებს, პაციენტი დაჟინებით ითხოვდა. მაშინ ის პროცესი იყო, როდესაც სასამართლო პროცესის პალატაში ჩატარებას ითხოვდა, პალატებსა და განყოფილებებში დასდევდნენ თამარ აბაშიძეს და მგონი დავარაშვილს, რომ არ შეეწყვიტათ დიაზეპამის ინტრამუსკულარული გამოყენება. ეს ქმნიდა დიაზეპამის ფონს, დიაზეპამის ფონის შემთხვევაში კი პაციენტის გამოკითხვა არ იქნებოდა რელევანტური. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას ვერ შექმნიდა, რომ სასამართლო პროცესები ჩატარებულიყო კლინიკის ტერიტორიაზე. პაციენტის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ დიაზეპამის ინტრამუსკულარული ინექცია არ შეწყვეტილიყო. მე დავიბარე თამარ აბაშიძე და მკაცრად ვუთხარი: მესმით, თქვენი ემპათიის მომენტი, მესმის, რომ პაციენტის მხარეს ხართ, მაგრამ დამერწმუნეთ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, პაციენტის მხარე დიაზეპამის გაკეთებას თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. დიაზეპამი არ არის ხანგრძლივი მოხმარების პრეპარატი, მხოლოდ მწვავე სიტუაციაში გამოიყენება ინტრამუსკულარული სახით. ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში.

პაციენტის შემოყვანის პირველი წამიდან, დავიბარე ყველა და ავუხსენი, რომ მათ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მოუწევდათ მუშაობა. განსაკუთრებით გამიჭირდა უმცროსი სტაფის შერჩევა, ძალიან ეშინოდათ ამ რთულ სიტუაციაში აღმოჩენის. ეს არ იყო მხოლოდ სამედიცინო საკითხი. როდესაც ჟურნალისტი 24 საათი მიკროფონით გდარაჯობს, 24 საათი ვიღაც გწყევლის, ყველაზე სამარცხვინო რაც იყო, 19 წლის ასაკში დამაბრალეს, რომ მამამთილის საყვარელი ვიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ გავიცანი გუგა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია! ჩემს სიმშვიდეს მე არ შევწირავ სხვა ადამიანების პროფესიულ ღირსებას, სხვა ადამიანის ოჯახურ სიმშვიდეს. სხვის ხარჯზე არასდროს გავაკეთებ ჩემი თავის სასარგებლო ქმედებებს“,- აღნიშნავს ნადირაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა