მაკა ბოჭორიშვილი - ევროკომისიის შეფასებიდან ჩანს, რომ საქართველო მომზადების დონით კანდიდატ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით უსწრებს

ევროკომისიის ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის - შეფასებიდან ჩანს, რომ საქართველო მომზადების დონით კანდიდატ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით უსწრებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

ბოჭორიშვილი ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ მოამზადა, კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა.

ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტის მიერ შეტანილ წვლილს ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში.

დეპუტატის ინფორმაციით, 2014 წლიდან 2022 წლამდე 58 ახალი კანონი, 570 მეტ კანონში ცვლილება, 26 საერთაშორისო შეთანხმება და 12 დადგენილება არის წვლილი, რაც პარლამენტმა ამ პროგრესის მიღწევაში შეიტანა.

„დასრულდა ევროკომისიის შეფასების პროცესი, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. შეფასებები სამივე ქვეყანასთან მიმართებით გამოქვეყნდა. უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას პროგრესი ევროკომისიამ დეტალურად შეაფასა იმ კითხვარის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გასული წლის აპრილში შევავსეთ. ეს არის რეალურად ის შედეგი, რაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ საქართველოს ხელისუფლების დაუღალავი მუშაობის შედეგად ქვეყანამ მიიღო. ამ ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის რეფორმების განხორციელების კუთხით.

ევროკომისიის მოსაზრება მომზადებულია ევროკავშირის გაფართოების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და აფასებს 6 ძირითადი მიმართულებით 32 სფეროში ქვეყნის თავსებადობას ევროკავშირთან. შეფასებიდან ასევე ჩანს, რომ საქართველო მომზადების დონით, ბევრი მიმართულებით, უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს იმ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ეს არის ფუნდამენტური საკითხები და ევროკავშირის შიდა ბაზარი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკომისიის დოკუმენტი ჟურნალისტებთანაც შეაფასა და როგორც მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს შეფასება საკმაოდ პოზიტიურია და პროგრესი ყველა მიმართულებით გვაქვს.

„ანგარიშით დადასტურდა, რომ საქართველოს პროგრესი მნიშვნელოვანია, ქვეყანა სწორ ნაბიჯებს დგამს და იმედი გვაქვს, რომ ევროკომისიის შეფასება შესაბამის ასახვას ჰპოვებს უკვე ევროკავშირის საბჭოს დასკვნებსა და იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, რომელსაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ველოდებით. პროცედურის გათვალისწინებით ჯერ ქვეყნების შეფასება და შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ვიცით, ევროკავშირის მხრიდან თუ რა მდგომარეობაში მოხდა ივლისში გადაწყვეტილების მიღება. ევროკავშირი ევროპის საბჭოს მოსაზრებებს ვერ დაელოდა და ივლისში ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო, როცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, თუმცა ნორმალურ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა ყოფილიყო მიღებული, რაც ის შეფასებები გამოქვეყნდებოდა, რაც გუშინ ვიხილეთ. ცხადია და ცალსახაა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერად რჩება და რეფორმების კუთხით საკმაოდ წინ წასულია. ანგარიში ადასტურებს იმას, რომ ქვეყანას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჰქონდეს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა