ნინო ნადირაძე - მიხეილ სააკაშვილის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულებაში ყოფნა, რადგან ის ვერ ეგუება გარემოს

ძირითადად უხმოდ მორჩილებაში ვართ, ანუ ფაქტობრივად, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულებაში ყოფნა, რადგან ის ვერ ეგუება გარემოს.

„რეანიმაციაზე საუბარი არის მუდმივად. აი, როდესაც სასამართლო პროცესი იყო, გადამიყვანეთ რეანიმაციაშიო. აუხსნეს, რომ კი, ბატონო, მას მართალია რეანიმაციული პარამეტრები არ აქვს, მაგრამ თუ ასე დაჟინებით ითხოვს, არის VIP პაციენტი და რომ ავიცდინოთ დარტყმები და ლანძღვები, ძირითადად უხმოდ მორჩილებაში ვართ, ანუ ფაქტობრივად, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როცა ავუხსენით, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, ვერ შევა დედა, ვერ შევა მნახველი და იქ მძიმე სურათია, უცებ გადაიფიქრა. როგორ გითხრათ არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად არის დამანგრეველი. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები, მე დღესაც ვაცხადებ და დღესაც მიმაჩნია, რომ მისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის - ის ვერ ეგუება იმ გარემოს, არ შეუძლია“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა