არჩილ თალაკვაძე გრიგორი კარასინის განცხადებაზე - ტანგო არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავის ხალხური ფოლკლორი, სიმღერები და ცეკვა, რომელიც მთელ მსოფლიოს ძალიან მოსწონს

ტანგო ნამდვილად არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავის ხალხური ფოლკლორი, სიმღერები და ცეკვა, რომელიც მთელ მსოფლიოს ძალიან მოსწონს და ამიტომ არის, რომ საქართველოს მსოფლიოს არაერთ დარბაზში ტაშს უკრავენ თავის კულტურის გამო, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე, რა დროსაც კარასინმა თქვა, რომ „ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო, ხოლო ფრენების აღდგენის საკითხი თბილისის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული“.

თალაკვაძის თქმით, საქართველო პასუხისმგებლობით ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს.

„რაც შეეხება დღეს საქართველოს პოზიციას რეგიონში, საქართველო პასუხისმგებლობით ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და უპირველეს ამოცანად კვლავ აყენებს თავის ეროვნული ინტერესების დაცვას, ეს არის უსაფრთხოება, კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქვეყნის შემდგომი განვითარება, პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ასე ჭირდება. ამისთვის მუშაობს დღეს მთელი ხელისუფლება”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა