„ალდაგი“ „საქართველოს პრო ბონო“ ქსელს შეუერთდა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „საქართველოს პრო ბონო“ ქსელის წევრი გახდა. როგორც ქსელის წევრი, „ალდაგი“, თანამშრომლებთან ერთად, არაკომერციულ ორგანიზაციებს - სამოქალაქო, სათემო ორგანიზაციებსა და სოციალურ საწარმოებს განვითარებაში დაეხმარება.

„ალდაგის“ ცნობით, აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციების დახმარებას პროფესიული რჩევითა და კომპეტენციით, რათა მათ მიაღწიონ მეტ წარმატებას და შესაბამისად, სოციალური მისიის უკეთ შესრულებას.

„მოხარული ვართ, რომ შევუერთდით „პრო ბონო საქართველოს“ ქსელს. ამ გზით ვეცდებით დავეხმაროთ საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომელთა ინტერესებსაც ესა თუ ის სოციალური საწარმოები თუ სამოქალაქო ორგანიზაციები წარმოადგენენ. „ალდაგის“ ადამიანური კაპიტალი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, ვფიქრობთ, ჩვენი გამოცდილების გაზიარება ბენეფიციარი ჯგუფებისთვის შედეგიანი იქნება და ამ გზით ჩვენს წვლილს შევიტანთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში“, - განაცხადა „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ქეთევან მაღალაშვილმა.

„ალდაგი“ „პრო ბონო“ ქსელში რამდენიმე მიმართულებით ჩაერთვება და სამოქალაქო ორგანიზაციებს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში გაუწევს.

„ალდაგისა“ და „პრო ბონო“ ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელშიც სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ აქტიურად მონაწილეობდა და ეს ჩართულობა წარმატების მომტანი აღმოჩნდა ბენეფიციარი ჯგუფებისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა