ნინო ნადირაძე - 5 წელია პენიტენციურს ვემსახურები და ნინო ლომჯარია არცერთ პაციენტთან თვალით არ მინახავს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მე არასდროს დავუცვივარ, ის მხოლოდ პოლიტიკოსებს იცავს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე განაცხადა.

ნადირაძის თქმით, მას სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის გარდა, არც ერთ პაციენტთან არ უნახავს.

„სახალხო დამცველი საერთოდ ვერ გავიგე რას აკეთებს. 5 წელია პენიტენციურს ვემსახურები და ეს ქალბატონი თვალით არ მინახავს არცერთ პაციენტთან, გარდა მიხეილ სააკაშვილისა და ისიც, როცა დასჭირდა კობის უცებ შეყვანა დაიმალა.

სახალხო დამცველის ექსპერტიზაში ვინც არის, ყველა ჩემი მეგობარია. სახალხო დამცველის მოადგილე მეჯდა კაბინეტში, როდესაც გია გრიგოლიას ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი და ის ყველაფერზე დამეთანხმა, მაგრამ ამიხსნა, რომ ასეთი პოლიტიკა და პოზიცია, რაც მათ უჭირავთ, საქმე მოითხოვს და სხვა გზა არ აქვთ. სახალხო დამცველის მოადგილეც იქ იჯდა და ვუთხარი, რომ მე ისეთ სამართლებრივ ქვეყანაში, სადაც საქმეს რომ სჭირდება, მე თავი უნდა დავხარო და ვთქვა, რომ შტერი ვარ, ამას ხელს არ მოვაწერ, გადით და კიბეებზე რაც გინდათ ის თქვით - მეთქი. სახალხო დამცველს მე არასდროს დავუცვივარ, ის მხოლოდ პოლიტიკოსებს იცავს. ჩემი თავის დამცველი ისევ მე ვიქნები, არავის იმედი არ მაქვს, ოღონდ შიმშილობას არ დავიწყებ“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას