რომეო მიქაუტაძე - საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა

საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა - ქვეყანა მხარს უჭერს სტრატეგიულ პარტნიორობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეცხრე მინისტერიალზე გამოსვლისას განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ მინისტერიალზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ამ რთულ დროს, როდესაც ევროპას სჭირდება ენერგორესურსების დივერსიფიკაცია.

მიქაუტაძის თქმით, ეს, თავის მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის მნიშვნელოვან როლს, რაც შემდგომში კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო პროექტს ჩაუყრის საფუძველს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ქვეყანას აქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, წარმოაჩინოს თავისი მნიშვნელოვანი როლი, როგორც სანდო პარტნიორის კონტექსტში. საქართველო, როგორც მსოფლიოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილთა გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, მომხმარებლებისა და მიმწოდებელ ქვეყნების გადაჯაჭვული ინტერესების ცენტრში დგას. პროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეასრულოს მაკავშირებლის ფუნქცია და როლი არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, საზოგადოებისა და კულტურული, არამედ ენერგეტიკული თვალსაზრისითაც“,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის გავლით გადატანილი ბუნებრივი აირის ნაკადი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაში.

„ახლა ჩვენ საერთაშორისო მოთამაშედ გამოვჩნდით. ჩვენი ქვეყნის გავლით გადატანილი ბუნებრივი აირის ნაკადი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაში.

საქართველოს აქვს საკვანძო როლი, როგორც პარტნიორს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსების ევროპულ ბაზრებზე მისასვლელად, განსაკუთრებით სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვაში მისი გაფართოების ჩათვლით.

საქართველომ რეგიონული სატრანზიტო ინიციატივების მიმართ ურყევი მხარდაჭერა არაერთგზის დაადასტურა. ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და სტაბილურობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გავითვალისწინოთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა. ასევე, მივესალმოთ თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებას ენერგეტიკის სექტორში ჯანსაღი, მდგრადი გარემოს შესაქმნელად, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მოქალაქეების საჭიროებებს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა