ხატია დეკანოიძე - საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომელიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ - თუ ვინმე ელოდება უმრავლესობაში, რომ ეს 12 პუნქტი აორთქლდება, ეს არ მოხდება

საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომელიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ, ეს არ არის ვალდებულებები, რომელიც სადმე ჰაერში შეიძლება აორთქლდეს - თუ ვინმე ელოდება უმრავლესობაში, რომ ეს 12 პუნქტი გაქრება, ეს არ მოხდება,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე გამოეხმაურა საქართველოს ევროკომისიის შეფასებას საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ასოცირების მიმართულებით პროგრესი არ ნიშნავს იმას, რომ 12 პუნქტი არ უნდა შესრულდეს.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ ამ მხრივ თავის ვალდებულება შეასრულა, მონაწილეობას იღებენ დისკუსიებში საპარლამენტო ფორმატებში, მხარი დაუჭირეს სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებებსაც, თუმცა უმრავლესობამ რეალური რეფორმები არ გაატარა.

"ასოცირების შეთანხმების მიხედვით პროგრესი არ ნიშნავს, რომ 12 პუნქტის უარყოფა მოხდეს. დემოკრატიის და რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში იყო პარტნიორების შეშფოთების უპირველესი საგანი და გარღვევა ამ მიმართულებით არ მომხდარა. ასევე, ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, რომ ხელისუფლების დიდი ნაწილი, მათ შორის, უმრავლესობა პარლამენტში წარმოუდგენელია ანტიდასავლური განცხადებებით, რომელიც ეხმაურება იმ პროპაგანდას, რასაც ვისმენთ კრემლისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის შეფასება, მაგრამ ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ არის კონკრეტული კრიტერიუმები რეფორმების კუთხით, რომელიც უნდა აღასრულოს სახელმწიფომ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომელიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ, ეს არ არის ვალდებულებები, რომელიც სადმე ჰაერში შეიძლება აორთქლდეს. დემოკრატიის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებებია აუცილებელი, ეს ეხება მედიათავისუფლებას. არ უნდა დაგვავიწყეს ამ კონტექსტში, რომ გვყავს პატიმარი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, არ დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის "ალარმიზაციის" საფუძველი ჩვენს პარტნიორებში, მართლმსაჯულების კუთხით არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი ფართო რეფორმა ფართო ჩართულობით, ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ ფურცელზე შეიქმნა, დეოლიგარქიზაციის კანონზეც ხისტი განცხადებები ჰქონდა უმრავლესობას და ეს ნიშნავს, რომ ისინი არ აპირებენ ამ კუთხითაც ცვლილებების განხორციელებას. გვახსოვს განცხადებები, რომ ეს კანონი მხოლოდ ოპოზიციას შეეხება. 12 პუნქტის აორთქლება არ მოხდება, თუ ვინმე ელოდება უმრავლესობაში, რომ ეს 12 პუნქტი გაქრება, ეს არ მოხდება,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა