თეონა აქუბარდია - ყველაფერი კარგად არის, ამის თქმის ფუფუნება არ გვაქვს - უნდა გაგრძელდეს პროგრესული ცვლილებები როგორც ასოცირების შეთანხმების, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით

არა გვაქვს ფუფუნება იმისა, ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის - უნდა გაგრძელდეს პროგრესული ცვლილებები როგორც ასოცირების შეთანხმების, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, - ეს განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას გააკეთა.

აქუბარდიამ ამავე კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან, რადგან საბოლოო ჯამში, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დაეფუძნება როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე განწყობებსა და დამოკიდებულებებს საქართველოს დემოკრატიის მიმართ.

„ანგარიში, რომელიც ასახავს, თუ სად არის საქართველო იმ მიმართულებებით, რაც ევროკავშირის კითხვარიდან გამომდინარეობს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არის საკითხები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ მეტი პროგრესი გვქონდეს. ეს ანგარიში ცალსახად 12-რეკომენდაციის შესრულებას არ ეხება - ეს არის ასოცირების დოკუმენტის შესრულების პროგრესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოზიტივი, რაც დოკუმენტშია გამოხატული, თან სდევდეს ევროპული რეკომენდაციების შესრულებას და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეძლოს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება