ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ჩინეთმა უარი თქვა იმის დადასტურებაზე, რომ აშშ-ის თავზე ჯაშუშური აეროსტატი გაგზავნა

ჩინეთმა უარი თქვა იმის დადასტურებაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავზე ჯაშუშური აეროსტატი მან გაგზავნა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება აგრძელებს ბრალდებებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვებას და აღნიშნავს, რომ მშვიდად სურს ვაშინგტონთან აღნიშნული ბრალდებების მოგვარება.

„ჩინური მხარე აგროვებს და ამოწმებს ფაქტებს“,- განაცხადა პრესსპიკერმა მაო ნინგმა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ჩინეთს არ სურს სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა.

„რაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის ის, რომ სანამ ჩვენ გვექნება ფაქტების მკაფიო გაგება, სპეკულირება არ იქნება გამოსადეგი ამ საკითხის სწორად მოგვარებისთვის,” - განაცხადა პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, პენტაგონის განცხადებით, თვალყურს ადევნებენ ჩინეთის ჯაშუშურ საჰაერო ბურთს, რომელიც შეერთებული შტატების თავზე დაფრინავს. აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბურთს რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა და მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა