თამარ ბარკალაია - იმ დარგებს, რომლებიც 26 დეკემბრიდან სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალში აღარ არიან და კვირაში 40-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა უწევთ, ადაპტაციისთვის სამთვიანი პერიოდი ექნებათ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, იმ დარგებს, რომლებიც 26 დეკემბრიდან სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალში აღარ არიან და კვირაში 40-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა უწევთ, ადაპტაციისთვის სამთვიანი პერიოდი ექნებათ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში ე.წ. პროაქტიულ ინსპექტირებებს არ ჩაატარებენ, თუ არ დაინახავენ, რომ დასაქმებულების უფლებები ირღვევა.

„შრომის კოდექსის“ მიხედვით, სტანდარტულად, 40-საათიანი კვირა არის გაწერილი. შესაბამისად, დამსაქმებელს 40 საათზე ზემოთ მუშაობის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება აქვს. მაგრამ, ჯანდაცვისა და საზღვაო თევზჭერის დარგებში, მთავრობის დადგენილებით, დამსაქმებელს 48-საათიანი სამუშაო კვირის შემოღების შესაძლებლობა მიეცათ. რაც შეეხება, დამსაქმებლებს, რომლებიც წინა სპეციფიკური დარგების რეჟიმის ჩამონათვალში იყვნენ და ახლა აღარ არიან, ახალ გარემოში ადაპტირებაში დახმარება დასჭირდებათ. ჩვენ მზად ვართ, კანონის ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში, როგორც შრომის ინსპექცია, ისე შრომის სამინისტრომ დამსაქმებლებს კონსულტაციები გაუწიოს და მხარი დაუჭიროს. ჩვენი თვითმიზანი დასაქმებულების უფლებების დაცვაა. ე.წ. პროაქტიულ ინსპექტირებებს არ ჩავატარებთ თუ არ დავინახავთ, რომ დასაქმებულების უფლებები ირღვევა”, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

გარდა ამისა მან, დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში პირველი ნაკადი საქართველოდან ისრაელში დეკემბერში გაემგზავრა.

ამასთან, აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს კვიპროსთან, ამასთან, დაინტერესებულია ფინეთიც.

„გერმანიასთან და ისრაელთან ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ისრაელში პირველი ნაკადი, 17 ადამიანი, დეკემბრის ბოლოს წავიდა. ბულგარეთთან პროცესუალური საკითხები დარჩა, ვაკანსიების დარეგისტრირება, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ვაკანსიების შეთავაზებას გულისხმობს. საფრანგეთთან წლებია ხელშეკრულება არის გაფორმებული. მოლაპარაკებები კი, კვიპროსთან მიმდინარეობს, ასევე ფინეთია დაინტერესებული“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა