ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელი უცხოელი სტუდენტების საზეიმო მიღება გაიმართა.
ბსუ-ის ინფორმაციით, სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა სოფო ბერიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა.
საზეიმო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პროგრამის კურსდამთავრებულებმა და თავისი შთაბეჭდილებები და გამოცდილება პირველკურსელებს გაუზიარეს.
ბსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება, რომელზეც ამჟამად, 700-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს.