ნანა ტოხვაძე - ვინ შეჭამა ბაღის თანამშრომლებისთვის დაპირებული 100-ლარიანი ნამატი ხელფასი - სახელმწიფო ბაღის თანამშრომლებს დასცინის

“სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლების სამინისტროს ცრუ დაპირებებში ადანაშაულებს.

ტოხვაძის განცხადებით, დაპირებული 100 ლარის ნაცვლად, მეორე ცვლის აღმზრდელებს 35 ლარი დაემატათ და მათი ანაზღაურება გაუთანაბრდა „საქსტატის“ მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს 253 ლარს.

როგორც ტოხვაძემ განმარტა, გასული წლის ბიუჯეტით დილის ცვლის აღმზრდელების ხელზე ასაღები ხელფასი 480 ლარს, ხოლო მეორე ცვლის აღმზრდელის, რომელიც საათნახევრით ნაკლებს მუშაობდა, 230 ლარს შეადგენდა.

“საჯარო საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს ჯერ კიდევ 2020 წლის ტყუილი დაპირება არ ჰქონდათ დავიწყებული, როცა მორიგი საზეიმო დაპირება მიიღეს. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილისა და საქართველოს მთავრობის გარეკლამებული განცხადებებით შეიტყვეს, რომ 2023 წლიდან 100 ლარით მოემატებოდათ ხელფასები. რა მოხდა რეალურად? მარტივად, ხელისუფლებამ მორიგი იმედგაცრუებისთვის გაიმეტა ეს ადამიანები და დაპირებული 100 -ლარიანი მატების ნაცვლად, 25 ან, უკეთეს შემთხვევაში, 35 - ლარიანი ზრდა აესახათ. 10-15%-იან სახელფასო ზრდა დააჯერეს აღმზრდელის თანაშემწეებს, რომელთა ხელზე ასაღები ხელფასი 290 ლარს შეადგენდა. გასული წლის ბიუჯეტით დილის ცვლის აღმზრდელების ხელზე ასაღები ხელფასი 480 ლარს, ხოლო მეორე ცვლის აღმზრდელის, რომელიც საათნახევრით ნაკლებ დროს ატარებს ბაღში, 230 ლარს შეადგენდა. დაპირებული 100 ლარის ნაცვლად, დღეს მეორე ცვლის აღმზრდელებს 35 ლარი დაემატათ და თანხა გაუთანაბრდა საქსტატის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს 253 ლარს. ამას სახელმწიფო ხელფასს არქმევს და ბაღის თანამშრომლებს, რომლებსაც ამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ დასცინის კიდეც! ისმის ლოგიკური კითხვა, ვინ შეჭამა ბაღის თანამშრომლებისთვის დაპირებული 100- ლარიანი ნამატი ხელფასი?!“, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა