სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და GREDA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციას (GREDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

„თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული კვლევითი და სხვა სახის პროექტების განხორციელებას, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ საგანმანათლებლო-სასწავლო კურსებსა და პროექტებს, ერთობლივ ღონისძიებებს, კონფერენციებსა და სხვადასხვა აქტივობებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ნუგზარ ბერიძე აღნიშნავს, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და GREDA-ს შორის თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, პირველ რიგში, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციის ხელშემწყობი რეგულაციების შემუშავებას, რაზედაც მუშაობა სემეკში დაწყებულია.

„რა თქმა უნდა, ცენტრი გეგმავს ამ კუთხით თავისი წვლილის შეტანას. უმნიშვნელოვანეს კომპონენტად გვესახება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, აგრეთვე ენერგეტიკული კომპანიების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება ბაზრის მიმდინარე რეფორმების კუთხით,“ -განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ