მაკა ბოჭორიშვილი - 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენლის მოსაზრებას გავეცანი და პირდაპირ, უხეშად ვიტყვი, რომ ეს არ არის არც ობიექტური და არც ქვეყნისთვის სასარგებლო

12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის მოსაზრებას გავეცანი - არ ვიქნები ნაზი შეფასებაში და პირდაპირ, უხეშად ვიტყვი, რომ ეს არ არის არც ობიექტური და არც ქვეყნისთვის სასარგებლო შეფასებები, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

ბოჭორიშვილის განცხადება ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას წინადადებას მოჰყვა, რომელმაც დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც უკვე გაკეთდა, მისი განხილვა გაიმართოს.

აქუბარდიამ ბოჭორიშვილს შესთავაზა, იმსჯელონ უკვე მიღებული დოკუმენტების გარშემო, რათა მასზე მხოლოდ სატელევიზიო კომენტარებით არ იყოს საუბარი.

თავის მხრივ, ბოჭორიშვილმა აქუბარდიას ინიციატივა არ გაიზიარა და კოლეგას მიმართა: “ნუ დავიწყებთ იმ საქმის კეთებას, რაც ევროკომისიის გასაკეთებელია“.

ამასთან, როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 12 რეკომენდაციის გარშემო პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებში მუშაობა მიმდინარეობს, პროგრესი არის და პროცესი გრძელდება. რაც შეეხება განხორციელებული სამუშაოების შეფასებას, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ „ეს პრეროგატივა ევროკომისიას უნდა დავუტოვოთ და მათ ანგარიშს დაველოდოთ“.

აქუბარდიას პასუხად ბოჭორიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი მუდმივად ამზადებს, აახლებს და მას საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკომისიას რეგულარულად აწვდის.

„12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის მოსაზრებას გავეცანი - არ ვიქნები ნაზი შეფასებაში და პირდაპირ, უხეშად ვიტყვი, რომ ეს არ არის არც ობიექტური და არც ქვეყნისთვის სასარგებლო შეფასებები!

ამ ეტაპზე მსგავსი შეფასებების ასე ცირკულირება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რაც ჩვენ მაისს-ივნისის თვეში უკვე ვნახეთ, როცა საქართველოს ინტერესი დაზიანდა. ესეც იმავეს ემსახურება! წინააღმდეგი არა ვარ, რომ პროგრესზე ვისაუბროთ. თუ რაიმე წინადადებები არსებობს, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, სამუშაო ჯგუფები იმისთვის იყო შექმნილი და კომიტეტები იმისთვის არსებობს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ და პოლიტიკოსმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსიროს და საბოლოო შედეგებში ამ ფორმით შეიტანოს წვლილი.

ახლა ჩვენ ნუ დავიწყებთ იმ საქმის კეთებას, რაც ევროკომისიამ უნდა გააკეთოს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და დარჩენილი რეკომენდაციების შესრულება სამუშაო ჯგუფებსა და კომიტეტში გავაგრძელოთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა