ლევან ვეფხვაძე - თანამედროვე სტანდარტებით პერსონალური მონაცემების დაცვა აისახება მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება და მისი კონტროლი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებული შეხვედრის მთავარი საკითხი, რომელშიც ასოციაციის წევრი კომპანიები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გახსნეს, მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს სამსახურის ფუნქციების, მისიისა და საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარედგინათ.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ და უფროსის პირველმა მოადგილემ მარიამ გაიპარაშვილმა დეტალურად ისაუბრეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლზე, რომელიც პირდაპირ იცავს მომხმარებელთა უფლებებს და ასევე, წარმოადგენს ბიზნეს სექტორის ინტერესს.

„ამასთან, საუბარი შეეხო მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, კერძოდ, ინფორმაციის მიღების, მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვისა და წაშლის უფლებებს, ასევე, უფლებების შეზღუდვასა და მონაცემთა სუბიექტის წერილობით თანხმობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის განცხადებით, პირადი ინფორმაციის დაცვა თანამედროვე სამყაროს გამოწვევაა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული სამართალი უკვე 10 წელს ითვლის, ეს არც ბევრია და არც ცოტა, თუმცა უნდა შევძლოთ და ფეხი თანდათანობით ავუბათ თანამედროვე გამოწვევებს. უნდა დავამკვიდროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი საქმიანობა დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან არის დაკავშირებული“,- აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად ემსჯელა პრაქტიკაში არსებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ პირდაპირ მარკეტინგზე, შრომით ურთიერთობებზე, მონაცემთა უსაფრთხოებასა და უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების წესზე.

აღნიშნავენ, რომ შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და განხილული იყო ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალური და საინტერესოა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის.

„პერსონალური მონაცემების დაცვა და მონაცემთა სწორი გზით დამუშავება მნიშვნელოვანი საკითხია ბიზნესისთვის, ვინაიდან თანამედროვე სტანდარტებითა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნეს ოპერატორების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე. პოზიტიურად ვაფასებთ მსგავსი ფორმატის დიალოგს, ვინაიდან პირდაპირი კომუნიკაცია სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა “ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა