გიორგი ჩალაძე - პაციენტის უფლებების დარღვევის გარდა, ნადირაძის ჭორაობა საზოგადოების დაცინვაა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირება - თუკი ვინმე იტყვის, რომ საცივით 38 კილოს იკლებენ, მაშინ ახალი დიეტა აღმოგვიჩენია

ვფიქრობ, პაციენტის უფლებების დარღვევის გარდა, ნინო ნადირაძის ჭორაობა და დამცინავი საუბარი, ჩვენი საზოგადოების დაცინვა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირებაა. თუკი მსოფლიოში ვინმე იტყვის, რომ საცივის მირთმევით ადამიანები 38 კილოს იკლებენ, მაშინ საქართველოს ახალი დიეტა აღმოუჩენია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რითაც კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის დაკითხვა შეაფასა.

მისივე თქმით, „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი დაარღვია და მის ამ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„სიმართლე იყო შემდეგი - ბატონი სააკაშვილისთვის მირთმეული საცივის გასინჯვას რა შედეგიც მოყვა დადასტურებული და დაფიქსირებული არის სამედიცინო ისტორიაში. ამას მოჰყვა მწვავე კუჭ-ნაწლავის გართულება. ეს საცივი განკუთვნილი იყო სამედიცინო პერსონალისთვის და ქალბატონ ნინოს შეუძლია კარგად მოჰყვეს, რამდენად გემრიელად დააგემოვნა ეს საცივი. უბრალოდ მინდა ვუთხრა - ქალბატონო ნინო, თქვენ ძალიან სამარცხვინოდ იქცევით, როცა ადამიანის უფლებებს აი, ასე ფეხქვეშ თელავთ! თქვენი ქცევა არის თავზე გადავლა თქვენივე მედპერსონალის და იმ ადამიანების, ვის მიმართაც ჩვენ ბევრი ხანია პატივისცემას გამოვხატავთ. ეს არ ეკადრება იმ საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლადაც თქვენ თავს აჩვენებთ. გპირდებით, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

რაც შეეხება საზოგადოებრივ რეაგირებას - თქვენ ზუსტად იმ ტექსტებით საუბრობთ, რაც უნდა დაიბეჭდოს ყვითელ პრესაში და თქვენი დღევანდელი ბენეფიტი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თემის კვლავ გაცოცხლებას ემსახურება. ეს არის ბინძური, სამარცხვინო უკადრებელი ქცევა, რომელიც არ შეშვენის არავის.

რაც შეეხება კანონდარღვევას - ჩვენ ამაზე უკვე ვესაუბრეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ქალბატონო ნინო, თქვენ არღვევთ ადამიანის პერსონალური მონაცემების შესახებ კანონს. მისი თანხმობის გარეშე უკვე ბევრი ხანია ჭორაობთ იმ პერსონალურ დეტალებზე, რომელიც არის განსაკუთრებული ხასიათს პერსონალური მონაცემი. ამას მოჰყვება არა მარტო ქართული კანონმდებლობის რეაგირება, არამედ საერთაშორისო რეაგირებაც. თქვენი ეს ცინიკური დამოკიდებულება გადასულია მარაზმში და ჭორაობაში,“ -განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია