ნინო ნადირაძე ადვოკატს - ბატონი მიშას გათავისუფლება მისი თავდადების გამო მოხდება და არა თქვენი წვალების შედეგად

რადგან ჩემთან მუდმივი საუბარი იყო იმაზე, რომ პაციენტი ნებისმიერი გზით გარეთ უნდა გავიდეს, როდესაც 7 თვე მზადდება საექსპერტო დასკვნა და არ მთავრდება პროცესი, ჩემთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი სპეციალურად ჭიანურდება, ელოდებიან, როდის ჩამოვა მისი მასის ინდექსი. ამიტომ, გათავისუფლება ბატონი მიშას თავდადების გამო მოხდება და არა, თქვენი წვალების შედეგად , - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო სხდომაზე, სადაც მოწმის სახით იკითხება.

სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების შესახებ პროცესი იმართება, ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მოწმე ნინო ნადირაძეს ჰკითხა, როგორც კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აძლევს თუ არა პირობას და გარანტიას საზოგადოებას, რომ მის კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეში არ იქნება და არ დაიღუპება?

ვიდრე აღნიშნულ შეკითხვას ნინო ნადირაძე უპასუხებდა, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ უპასუხა, რომ ეს არის პროვოკაციული შეკითხვა და „გარანტიას მამა ღმერთი ვერ გაძლევს ვერაფერზე“.

ამის შემდეგ ადვოკატს, ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ ასეთ გარანტიას დედამიწის ზურგზე ვერავინ გასცემს.

„ვერ იძლევით გარანტიას. კი ბატონო!“, - აღნიშნა ვალერი გელბახიანმა, რაზეც ნადირაძემ რიტორიკული პასუხი გასცა:

„არ ვიცი, შეიძლება თქვენ შეხვდეთ და მოწამლოთ და მერე ჩემი გარანტია, საიდან იქნება?!“ , - აღნიშნა ნადირაძემ.

პროცესზე ვალერი გელბახიანმა ნინო ნადირაძეს ჰკითხა, როდესაც იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება, მინისტრს არ უთქვამს, საიდან ფლობს ინფორმაციას და ამის შესახებ მინისტრისთვის მას ხომ არ მიუწოდებია ინფორმაცია?

აღნიშნულზე ნინო ნადირაძემ უპასუხა,რომ მას არანაირი ინფორმაციის მოწოდება არ სჭირდება, იმ ფონზე როცა ყველა ამბობს, რომ პაციენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს.

კლინიკის დირექტორის თქმით, პენიტენციური სამსახურის არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, როგორც ადვოკატებს ისე პენიტენციურ სამსახურსაც აწვდის ინფორმაციას პაციენტის შესახებ. ამასთან, აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრთან არანაირი კონტაქტი არ აქვს.

ამის შემდეგ ვალერი გელბახიანმა ნინო ნადირაძეს ჰკითხა, უშვებს, თუ არა იმის ალბათობას,რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სუიციდით დასრულდეს?

ადვოკატს ნადირაძემდე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა უპასუხა: “ბატონო ვალერი, თქვენ, თვითდაზიანებას და სუიციდს ვერ ასხვავებთ?!

ვალერი გელბახიანის თქმით , „თვითდაზიანება არის თვითმკვლელობა“. ნიკა აბრამიშვილის თქმით კი, სუიციდის საშიშროება არ დგას.

„თქვენ ერთხელ მაინც რომ მოხვიდეთ და თქვათ, ჩემო ბატონო მიშა, ერთი ლუკმით მეტი შეჭამეთ და მკურნალობაზე დაეთანხმეთ, ეს იქნებოდა თქვენი მხრიდან დახმარება“, - მიმართა ვალერი გელბახიანს ნინო ნადირაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა