გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, ახატანი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, წითურები, შინდიანა, ქვემო ღარისწყალა, ქერიაანთკარი, ნოჯიკეთი, კოშკასყელი და მიმდებარე სოფლებში.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.