გიორგი ვაშაძე - კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, თავადაც სანქციების ქვეშ მოექცევიან

კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, თავადაც სანქციების ქვეშ მოექცევიან , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ მტერთან საუბრობს, თანამშრომლობს და ეხმარება, საქართველო წინ ვერ წავა.

“ძალიან კონკრეტულია პოზიცია. კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, თავადაც სანქციების ქვეშ მოექცევიან.

ცივილიზებული სამყარო გეუბნება: გინდა ევროკავშირი, რომ მეტი ინვესტიციები მიიღო? მეტი სამუშაო ადგილები შექმნა? ხომ გინდა ევროკავშირი, ხომ გინდა ნატოს უსაფრთხოება და ხომ გინდა ჩემგან ინვესტიციები და ყოველწლიურად მილიარდები, რომელსაც გაძლევ იმისთვის, რომ ეკონომიკა რამენაირად შეინახო, რადგან სუსტი ხარ?!. მაშინ ჩემს მტერს არ უნდა მიეხმარო და სანამ „ქართულ ოცნებას“ არჩეული აქვს პოლიტიკა, რომ მტერთან საუბრობს, თანამშრომლობს და ეხმარება, მანამ, ეს ქვეყანა წინ ვერ წავა. აქედან გამომდინარეობს ეს განცხადებები, რომელიც მკაფიო და ძალიან ცალსახაა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა