კახა კალაძე - მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს - მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

თუ მიხეილ სააკაშვილი მიიღებს საკვებს არანაირი პრობლემა არ ექნება, ადამიანი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობს გარემოცვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, პენიტენციური სისტემა, შესაბამისი უწყება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„სააკაშვილი არის გამონაკლისი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია. თუ მიიღებს საკვებს არანაირი პრობლემა არ ექნება, ადამიანი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობს მისი გარემოცვა - ოჯახის წევრები, პარტიის წევრები და ა.შ“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის დღიდან უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს ვუყურებთ.

„ყველაფერი თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებებია. დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის საქართველოში კონტეინერით შემოტანის დღიდან. ეს არის ძალიან დიდი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, დაპირისპირების, არეულობის, რევოლუციის მოწყობას, მაგრამ ამ ადამიანებს ეს არ გამოუვიდათ, რადგან შესაბამისმა სამსახურმა იმუშავა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის სახით, ციხეში ჩაესვათ. ამ დღეებიდან მოყოლებული, ჩვენ ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ირგვლივ არსებული ადამიანები. არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო - მიშამ უნდა ჭამოს“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს სააკაშვილს ლმობიერად არ ეპყრობიან.

„არადა ადამიანს ყველაფერი აქვს. ის არის რადიკალურად განსხვავებული სხვა პატიმრებთან შედარებით. არის კლინიკაში. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამას აქვს ერთი მიზანი, როგორმე დაიხსნან ციხიდან. ნახეთ განცხადებები, პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და სამშობლოს. მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა