2024 წლის ოლიმპიადაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მონაწილეობას შესაძლოა, 40-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი  არ დაუჭიროს

40-ზე მეტმა ქვეყანამ 2024 წლის ოლიმპიადაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას მხარი შესაძლოა, არ დაუჭიროს. ამის შესახებ პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრა, რომელიც 10 თებერვლისთვის არის დაგეგმილი, იმ დასკვნამდე მივა, რომ 30 ან, შესაძლებელია, 40 სპორტის მინისტრი, მათ შორის აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და იაპონიიდან, კატეგორიულად უარყოფენ თამაშებში რუსეთიდან ან ბელარუსიიდან სპორტსმენების მონაწილეობის იდეას”, - აღნიშნა ბორტნიჩუკმა.

მისი თქმით, ოლიმპიური თამაშების მასობრივი ბოიკოტიც არ არის გამორიცხული.

“არა მგონია, რომ ოლიმპიადამდე ხისტი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს და, თუ თამაშების ბოიკოტს გამოვაცხადებთ, კოალიცია, რომლის ნაწილიც ვიქნებით, საკმარისად ფართო იქნება, რომ თამაშების ჩატარება უაზრო გახდეს”, - დასძინა ბორტნიჩუკმა.

ცნობისთვის, გუშინ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის სპორტის მინისტრებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობები შეჯიბრებში მონაწილეობისთვის დააბრუნოს რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, თუნდაც ნეიტრალური დროშის ქვეშ, უარყოფილი უნდა იყოს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში