იაგო ხვიჩია - მიშა ცოტა ხანში მიხვდება, რომ პარტია წაართვეს - ვურჩევ ფსონი „გირჩზე“ დადოს

ტყუილ-მართალი ერთმანეთში იხარშება. არა მხოლოდ შიგნით, მიხეილ სააკაშვილის დამცველებშია არასწორი პოზიციები, არამედ მთელს ევროპასაც კი ტყუილში ვაცხოვრებთ , - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, არსებულ ვითარებაში გამოსავალი არის „ბრძოლის დამთავრება“.

„მიშა არ არის მთავარი თემა ქვეყანაში. მიშაზე ასეთი ტიპის ყურადღებით მიშას ინტერესსაც ყველაზე მეტად აზიანებენ. რომ არა ასეთი ისტერიკა და სხვანაირი დამოკიდებულება ყოფილიყო, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაც, მაგრამ მედიამ ჩაითრია მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ სააკაშვილმა მედია ერთ დიდ ტყუილში, სადაც ტყუილ-მართალი ერთმანეთში იხარშება და არა მხოლოდ შიგნით, მიხეილ სააკაშვილის დამცველებშია არასწორი პოზიციები, არამედ მთელს ევროპასაც კი ტყუილში ვაცხოვრებთ, რაც მგონი ყველასთვის უკვე თვალნათელია.

გამოსავალი არის ბრძოლის დამთავრება. ბრძოლის დამთავრების წინაპირობა რა შეიძლება იყოს? - „ოფისს გადავუფორმებთო რუსულ ოცნებას“ კი არა, რომელიც არაფერში წერია, არც სერიოზულია, არც სწორი. სერიოზულიც რომ იყოს, „რუსული ოცნება“ თუ გგონია, რუსეთს რატომ ნებდები? - მიხეილ სააკაშვილის გამო, როგორ შეიძლება რუსეთს დანებდე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნების საკითხიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ პარტია დათმო.

„ერთადერთი საღი აზრი ამ არჩევნებში არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ დათმო პარტია. დღეს „ქართული ოცნებისთვის" საფრთხეს არ წარმოადგენს. „ოცნებას“ დაუთმო პარტია, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ისე, როგორც ჩატარდა არჩევნები, ისე, როგორც გაირკვა სინამდვილეში, ვინ დგას „ნაცმოძრაობის“ უკან, მაგ პარტიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. „მოდი, ასე გავაკეთოთ „ნაცმოძრაობის“ არჩევნები და მიშას გავუშვებთ“, თუ ეს პირობა არსებობს „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის, მაშინ ცოტა ხანში საერთოდ დაიშლება „ნაცები“. რადგან მიშა ცოტა ხანში მიხვდება, რომ მას პარტია წაართვეს და როგორც კი ამას მიხვდება, მე ვურჩევ, რომ „ფსონი“ "გირჩზე" დადოს და ჩვენს პროექტებს დაუჭიროს მხარი, მიშა მინდა მხარდამჭერად“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა