ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრ დაინიუს კრეივისს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკული რესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

ლევან დავითაშვილმა ლიეტუველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორის კონკურენტულ და სწორ განვითარებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების გაჩენას.

ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალ სქემაზე, რომელმაც უნდა წაახალისოს კერძო ინვესტიციები ენერგეტიკულ სექტორში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ლიეტუვა განაგრძობენ თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების მეტად ათვისების მხრივ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა