Bloomberg - აეროსტატის ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი გადაიდო

აეროსტატის ინციდენტის გამო აშშ-მა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ენტონი ბლინკენი ჩინეთში ვიზიტს შემდეგი კვირის დასაწყისში აპირებდა და დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ცინ განთან.

თუმცა, გამოცემის თანახმად, აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჯაშუშური აეროსტატის გამოჩენის შემდეგ, რომელიც პენტაგონში გადაწყვიტეს, რომ არ ჩამოეგდოთ, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გადაწყვიტეს, რომ ვიზიტი არასწორი სიგნალი იქნება.

აღინიშნება, რომ ჩინეთმა ინციდენტის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “წუხს, რომ მისი კონტროლის მიღმა არსებული ძალების ქმედებების გამო სამოქალაქო აეროსტატი აშშ-ის საჰაერო სივრცეში შევიდა”.

ჩინეთის საგარეო უწყების თანახმად, აეროსტატი კლიმატურ კვლევებს ატარებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა