სახალხო დამცველის მოადგილე - ნინო ნადირაძეს ცხოვრებაში არ შევხვედრივარ

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ვივამედის“ გენერალურ დირექტორს, ნინო ნადირაძეს „ცხოვრებაში არ შეხვედრია“.

ამით ბურჯანაძე ეხმაურება ნინო ნადირაძის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას.

„დღევანდელ პროცესზე ნინო ნადირაძეს უთქვამს სახალხო დამცველის მოადგილეს შევხვდიო და რაღაცები ვუთხარიო.

ცხოვრებაში არ შევხვედრივარ, არც "ვივამედში" და არც სხვაგან“, - დაწერა ბურჯანაძემ სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ვერ გაიგო, საერთოდ, რას აკეთებს სახალხო დამცველი.

„5 წელია პენიტენციურს ვემსახურები და ეს ქალბატონი თვალით არ მინახავს არცერთ პაციენტთან, გარდა მიხეილ სააკაშვილისა და ისიც, როცა დასჭირდა კობის უცებ შეყვანა დაიმალა.

„სახალხო დამცველის ექსპერტიზაში ვინც არის, ყველა ჩემი მეგობარია. სახალხო დამცველის მოადგილე მეჯდა კაბინეტში, როდესაც გია გრიგოლიას ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი და ის ყველაფერზე დამეთანხმა, მაგრამ ამიხსნა, რომ ასეთ პოლიტიკას და პოზიციას, რაც მათ უჭირავთ, საქმე მოითხოვს და სხვა გზა არ აქვთ. სახალხო დამცველის მოადგილეც იქ იჯდა და ვუთხარი, რომ მე ისეთ სამართლებრივ ქვეყანაში, სადაც საქმეს რომ სჭირდება, მე თავი უნდა დავხარო და ვთქვა, რომ შტერი ვარ, ამას ხელს არ მოვაწერ, გადით და კიბეებზე რაც გინდათ ის თქვით-მეთქი. სახალხო დამცველს მე არასდროს დავუცვივარ, ის მხოლოდ პოლიტიკოსებს იცავს. ჩემი თავის დამცველი ისევ მე ვიქნები, არავის იმედი არ მაქვს, ოღონდ შიმშილობას არ დავიწყებ“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა