დიმიტრი შაშკინი - ნინო ნადირაძემ იოზეფ მენგელეს, „სიკვდილის ანგელოზის“ სტილში, ცინიკურად სცადა ყველაფერი კვებისთვის გადაებრალებინა, მის ხელში სააკაშვილის დატოვება არ შეიძლება - „ოცნებას“ შეუძლია, ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება დაივიწყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე იოზეფ მენგელეს სტილი გამოიყენა და ცინიკურად სცადა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა მთლიანად კვების რეჟიმისთვის გადაებრალებინა.

როგორც დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, მსგავსი ადამიანის ხელში მესამე პრეზიდენტის დატოვება ნამდვილად არ შეიძლება.

„მე და მთელმა საქართველომ დღეს „ვივამედის“ ხელმძღვანელ, ნინო ნადირაძეს მოვუსმინეთ და ამ ყველაფერმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ახლა ბევრად მკაფიოდ ჩანს პრობლემა, ვიდრე მანამდე, რადგან ასეთი ადამიანის ხელში მესამე პრეზიდენტის დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. ნინო ნადირაძემ, იოზეფ მენგელეს სტილში, ცინიკურად სცადა ყველაფერი კვებისთვის გადაებრალებინა. იოზეფ მენგელე „სიკვდილის ანგელოზი“ იყო. ნადირაძემ სცადა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. ეს იყო შევარდნაძის ეპოქაში ჩარჩენილი ადამიანის ჭორაობა, ნათქვამი ადამიანისგან, რომელსაც „ჰიპოკრატეს ფიცი“ აქვს დადებული. პრეზიდენტი სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება ისეთი მკურნალობა, რომელიც საქართველოს პირობებში შეუძლებელია. მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი შემთხვევა ჰქონდა ნავალნის, ლიტვინენკოს, სკრიპალებს, რომლებიც გადარჩნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საზღვარგარეთ გადაიყვანეს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ასევე, მან უპასუხა ნინო ნადირაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალი დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა.

დიმიტრი შაშკინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა ექიმის ტელეფონი ისმინება და თუ რომელიმე მათგანს დაემუქრებოდნენ, სუს-ი ამას აუცილებლად გაიგებდა.

„საქართველოს 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ მართავს. ჩვენი ტელეფონები და ოფისები, ჟურნალისტების ტელეფონები ისმინება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხებაში მყოფი ყველა ექიმის ტელეფონიც ისმინება. როგორ ფიქრობთ, ექიმებს რომ დამუქრებოდნენ, სუს-ი ამას არ გაიგებდა და ჩვენ ამას პირდაპირ ეთერში არ ვნახავდით?“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

გარდა ამისა, მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მარტოა და ერთადერთი, ვინც მას აქებს, სერგეი ლავროვია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხია. ჩვენი 100%-იანი რესურსი, ტექნიკური, ფინანსური თუ ადამიანური, ამ მიმართულებით კონცენტრირდება. უკვე გამოცხადდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეგობრების, მარკ ფეიგენისა და ალექსი არისტოვიჩის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოეწყობა. 20 თებერვლისთვის ემზადებიან. იქმნება შტაბები, რომლებსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება დაივიწყოს. არანაირი შეთანხმება და დეპოლარიზაცია არ იქნება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ. თქვენ თვითონ ხომ ხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ მარტოა. ერთადერთი ლავროვი აქებს და ადიდებს მათ“, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა