პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ ფიქრი არ შეუწყვეტია და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ძალიან ბევრი მოკავშირე გვყავდეს - გავაგრძელებთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ „ძალა ერთობაშია“

„სტრატეგია აღმაშენებელს“ ფიქრი არ შეგვიწყვეტია, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: „პირობები, რომ დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს, გადაწყვეტილება მივიღეთ, საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს“.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „დროასთან“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ დისტანცირებას არ აქვს ადგილი და მათთან „სტრატეგია აღმაშენებელი“ კვლავ თანამშრომლობს.

„ზურამ თავის პოზიცია დააფიქსირა. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ფიქრი არ შეგვიწყვეტია. ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ძალიან ბევრი მოკავშირე გვყავდეს იმ პროცესში, რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება. ჩვენ ამ პროცესზე უარი არ გვითქვამს და გავაგრძელებ პარტნიორების დარწმუნებას, რომ ძალა ერთობაშია. არ იფიქროთ, რომ რამე დისტანცირებაა ზურასთან ან ელენესთან. ახლა მოვდივარ ზუსტად, ორი საათის უკან დავშორდით ერთმანეთს.

ჩვენ სამეული შეთანხმებული ვართ სტრატეგიაზე, მაგრამ სხვა ცენტრებთან, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ასეთ პრიორიტეტებზე შეთანხმება არ გვაქვს. რა უნდა იყოს ის იდეა, რის გარშემოც შეგვიძლია ერთად მოძრაობა, ამაზე შეთანხმება მიღწეული არ არის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მაჯგალაძის თქმით, 24 თებერვლის აქციისგან „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ პოლიტიკური ბენეფიტების მიღებას არ ელოდება.

მისივე განცხადებით, აქციის შემდეგ გამოცხადდება სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა ჩამოშორდეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას.

„ამ აქციით ჩვენ არც ხელისუფლების ცვლილებას ვაპირებთ და არც ხელისუფლების ცვლილების დაწყების გამოცხადებას. ეს აქცია არის სოლიდარობის, ევროპული კურსის მხარდაჭერის, გმირების დაფასების აქცია და ასე დარჩება. ამაში ჩვენს არანაირ ინტერესს არ ჩავდებთ. ეს არის ერთი წლის თავი რუსეთის უკრაინაში შეჭრის. აი, ამის შემდეგ ნამდვილად გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმებს, როგორ უნდა ჩამოვაშოროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა