თეა ახვლედიანმა USAID-ის დირექტორთან ჯონ პენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორთან ჯონ პენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, თეა ახვლედიანმა სააგენტოს დირექტორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გასული წლის საქმიანობა და შედეგები გააცნო.

„მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გამოვლენილ აქტუალურ მიმართულებებზე და კოორდინირებული პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების ხედვა დასახეს.

სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ჯონ პენელმა დაადასტურა უწყების საქმიანობის შემდგომი მხარდაჭერის მზაობა სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა