სანოტარო სერვისების გაციფრულების მიმართულებით ნოტარიუსთა პალატა გერმანიის გამოცდილებას იზიარებს

ელექტრონული ხელმოწერა, სანოტარო არქივის გაციფრულება, დისტანციური სანოტარო აქტები - ამ საკითხებზე სანოტარო სერვისების გაციფრულების თემებზე კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაციფრულების პროექტი ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტია.

მათივე ცნობით, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენელმა დავიდ ზიგელმა ქართველ კოლეგებთან, გერმანიის სანოტარო სისტემაში სამართლებრივი დოკუმენტების გაციფრულების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოში ელექტრონული სანოტარო სერვისების შესახებ კი, ნოტარიუსთა პალატის იურისტმა ნინო ხარიტონაშვილმა ისაუბრა.

„ონლაინ მინდობილობა, განცხადება/გარიგება, - ეს ის სანოტარო სერვისებია, რომლებსაც ქართველი ნოტარიუსები დღეისათვის გასცემენ. ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით კი, ნოტარიუსთა პალატა მუშაობის დაწყებას სამომავლოდ გეგმავს.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენელმა, სასამართლო მრჩეველმა რიჰარდ ბოკმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

კონფერენციაში ქართული და გერმანული ნოტარიატის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, მედიატორთა ასოციაციის, სამეცნიერო სფეროს, გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის - IRZ-ის და სსიპ-ების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა