შიიტი მუსლიმები იმამ ალის დაბადების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს პირველი იმამის - ალის დაბადების დღეს ულოცავს და მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„დღეს შიიტი მუსლიმები, პირველი იმამის - ალის (ალი იბნ აბუ ტალიბი, მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა; 601-661 წწ.) დაბადების დღეს აღნიშნავენ. ავტორიტეტული მუსლიმური წყაროების თანახმად, ალი იყო პირველი მამაკაცი, რომელმაც მიიღო ისლამი. იმამ ალი მუსლიმურ სამყაროში დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული ფიგურაა, როგორც სულიერად, ისე პოლიტიკურად“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება