ზურაბ ჩიკვილაძე - კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა.

ამის შესახებ ჩიკვილაძემ კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიმსივნე დედამიწის მოსახლეობის სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.

მისივე თქმით, კიბოს გლობალური ეპიდემია მზარდია და არაგადამდებ დაავადებებს შორის დღეისთვის ერთ-ერთი გავრცელებული დიაგნოზია.

„მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ეს კი, თავის მხრივ, დაავადების სტიგმატიზაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა სტერეოტიპების დაძლევას უწყობს ხელს. ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა.

თბილისის მერიამ 2022 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 130 857 შემთხვევა დააფინანსა, მათ შორის 115 491 გამოკვლევა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ჩატარდა. 2023 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები მზარდი ბიუჯეტით გრძელდება, რაც 27 მილიონზე მეტ ლარს შეადგენს. ყველას მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ეროვნულ სკრინინგ პროგრამაში და ჯანმრთელობას გისურვებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ, რომლის განცხადებასაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

4 თებერვალს - კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს - თბილისის ანძა ლურჯ და ნარინჯის ფერებში განათდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა