ხათუნა ბურკაძე - ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისათვის პოზიტიურ საფუძველს  ქმნის

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისათვის პოზიტიურ საფუძველს ქმნის. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით გარკვეულ დონეს მიაღწია მართლმსაჯულების, თავისუფლების, უსაფრთხოების, საჯარო შესყიდვების, სტატისტიკისა და ფინანსური კონტროლის ფუნდამენტურ სფეროებში, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შედარებით კარგადაა ქვეყანა მომზადებული სერვისების მიწოდების, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის, მეცნიერების, კვლევის, კულტურის, საბაჟო კავშირის, საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ნაწილებში. ხოლო კონკურენციის პოლიტიკა, გარემოსა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, სოფლის მეურნეობა, რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული კოორდინაცია განვითარების პირველ ეტაპზეა და გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ამასთანავე, დოკუმენტი ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს.

„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში დასტურია იმისა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები განახორციელა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თვალსაზრისით. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის გაფართოების იმ პროცესში ჩართულობას, სადაც უკრაინა და მოლდოვის რესპუბლიკა მოიაზრებიან“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

„როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელებით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებითა და ერთიანობის დემონსტრირებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შევძლებთ. ქვეყნის ევროპული მომავლისათვის აუცილებელია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ყველა მხარემ გააანალიზოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ჩაერთოს საქართველოს ევროინტეგრაციის იმ პროცესში, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა