თბილისის საკრებულომ მრავალბინიანი ავარიული შენობების ჩანაცვლების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა

თბილისის საკრებულომ მრავალბინიანი ავარიული შენობების ჩანაცვლების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დადგენილება არეგულირებს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი სახსრებით, ინვესტორის მონაწილეობის გარეშე, მრავალბინიანი ავარიული შენობების ჩანაცვლებას და მესაკუთრეებისთვის ახალი ბინების გადაცემას დასრულებული რემონტით. თუკი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება არა იმავე მიწაზე, რომელზეც განთავსებულია ავარიული კორპუსი, არამედ სხვა, ალტერნატიულ მიწაზე, მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება აღნიშნული ჩანაცვლება განახორციელოს ყველა მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

„პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ზემოთ ნახსენები მოდელის არსებობისას მესაკუთრეები იმ შემთხვევაში თანხმდებიან ახალ ბინაში გადასვლას, თუ პროექტი რეალურად დაიწყება და განხორციელდება, შესაბამისად, იმის დასაზღვევად, რომ რამდენიმე ოჯახის უარის გამო არ დაიჩაგრონ დანარჩენი მოსახლეები, საკრებულომ მიანიჭა უფლება თბილისის მერიას პროექტი განახორციელოს ახალი წესის მიხედვით. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ, თუკი ავარიული შენობის ჩანაცვლება ხდება მისი დემონტაჟით, ამას ყველა მესაკუთრის თანხმობა სჭირდება. ასევე ამ დადგენილებით განისაზღვრა კომპენსაციის წესი იმ პირთა მიმართ, რომლებიც აქირავებენ საცხოვრებელ ან კომერციულ ფართებს შესაბამის ავარიულ კორპუსში”, - განაცხადა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა