საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და გეგმურ მკურნალობას თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ვინაიდან მამაკაცის მდგომარეობა ტრანსპორტირების საშუალებას იძლეოდა, ის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან თბილისში ერთი კვირის წინ მოათავსეს.

„24 წლის მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ღრმა დაზიანება ჰქონდა მუცლის არეში, დაზიანებული ჰქონდა ბარძაყის მთავარი არტერია და ვენა. ამ ეტაპზე პაციენტი კლინიკაში გეგმურ მკურნალობას გადის და მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან ერთი პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა