„სასამართლოს გუშაგი“ - სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა - მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა და მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია.

აღნიშნულის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ორგანიზაციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში სასამართლოს გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება დიდი ხანია მწვავე და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთ მიზეზად მოსამართლეთა მცირე რაოდენობა სახელდება. შესაბამისად, სასამართლოს შევსება საჭირო რაოდენობის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ახალი კადრებით, სასამართლო სისტემის გადატვირთულობის შესამცირებლად, ერთ-ერთი გამოსავალია.

„ამის საპირისპიროდ, მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსების დაკვირვება აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოსამართლეობის მსურველთა რიცხვი სულ უფრო მცირდება.

დღეისათვის საქართველოში დაახლოებით, 310 მოქმედი მოსამართლე და 100-მდე თავისუფალი ვაკანსიაა, ხოლო, მიმდინარე კონკურსის მონაცემებით, მოსამართლეობის კანდიდატი 20-ზე ნაკლებია.

2022 წლის 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის 76 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 28 ნოემბერი - 14 დეკემბერი; ხოლო, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 23-25 იანვრის პერიოდში მიმდინარეობდა. ამ კონკურსის ფარგლებში იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები ჯერ არ შეურჩევია. მიმდინარე კონკურსში კონკურენციის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. თავდაპირველად მოსამართლის 76 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი 21-მა პირმა გამოთქვა და ყველა მათგანი, ფორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა. მოგვიანებით, მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, ვინაიდან რამდენიმე მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. ამავდროულად, კანდიდატების ნახევარზე მეტი მოქმედი მოსამართლეა, მათ სხვა სასამართლოში გადასვლა ან უვადოდ დანიშვნა სურთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, არსებული სურათი, მოსამართლეთა რაოდენობის თვალსაზრისით, არ შეიცვლება, რადგან ისინი ისედაც ახორციელებენ სამოსამართლო უფლებამოსილებას. რაც შეეხება ისეთ კანდიდატებს, რომლებიც მოქმედი მოსამართლეები არ არიან, მათი რაოდენობა 10-ზე ნაკლებია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სასამართლოს გუშაგის“ განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემაში ახალი კადრების შესვლით დაინტერესებული არ არის.

მათივე განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებები დიდი დოზით დისკრეციულია, რაც სასამართლოში გარედან კადრების მიზიდვას აფერხებს.

„კონკურენციის ნაკლებობის პირობებში, იუსტიციის საბჭოს განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება შერჩევის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად. პირთა წრე, რომელთაც მოსამართლედ დანიშვნის პერსპექტივა აქვთ, საკმაოდ ვიწროა. ამას ორი მიზეზი აქვს - ერთია სასამართლოში კარიერის მიმართ ინტერესის ნაკლებობა, რაც დიდწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და შერჩევის პროცესების მიმართ უნდობლობით აიხსნება; მეორეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიფრთხილე, არ დაუშვას არაპროგნოზირებადი და არაკონტროლირებადი კადრების სისტემაში შესვლა. იუსტიციის საბჭოს ამოცანას, დააკომპლექტოს სასამართლოები ასეთი კადრებით, ადვილად მისაღწევს ხდის ის ფაქტი, რომ მოსამართლეობა მიმზიდველი აღარ არის კვალიფიციური, გამოცდილი იურისტების დიდი ნაწილისთვის. სასამართლო სისტემაში კარიერის მიმართ დაბალი ინტერესის პირობებში, საჭიროა ისეთი ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის ღიაობის პოლიტიკას, რათა სასამართლოები ახალი, პროფესიონალი კადრებით შეივსოს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა