„შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაცია“ - თბილისის საკრებულოს ახალი დადგენილება მოქალაქეების საკუთრების უფლებას არღვევს

„შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტის, სოფო პეტრიაშვილის განცხადებით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილება არამართლზომიერია და ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან დაზარალებულთა რიცხვი გაიზრდება.

როგორც პეტრიაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული დადგენილებით ადამიანის საკუთრების უფლება ირღვევა.

„კონკრეტულმა სამართალ შემოქმედმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ამ უფლებაში ჩარევა არ უნდა განხორციელდეს არამართლზომიერი გზით. ასევე, ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ დადგენილების ირგვლივ არსებობს, ეს არის კოეფიციენტის მომატება კონკრეტულ დეველოპერებზე. საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, უსაფუძვლო გამდიდრებასთან, მეორე მხრივ, კანონის დარღვევასთან, როდესაც განაშენიანების დეტალურ გეგმას კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრავს. ეს არ უნდა მოხდეს შერჩევითობის პრინციპით და კონკრეტულ დეველოპერებზე კოეფიციენტის არამართლზომიერი მომატება არ უნდა განხორციელდეს. ასევე, მესაკუთრის თანხმობის გარეშე მისი ინტერესების გაუთვალისწინებლობით არ უნდა მოხდეს მისი ფართით სხვა მიწის ნაკვეთზე დაკმაყოფილება. მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული დადგენილების არამართლზომიერება და უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, დაზარალებულთა რიცხვი გაიზრდება. ეს სარჩელით მიმართვის რიცხვს უფრო გაზრდის, შესაბამისად, მეტად გადაიტვირთება სასამართლო განსახილველი საქმეებით, რასაც ჩვენ სამართლიანი მექანიზმებით აღმოვფხვრით“,- განაცხადა „შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტმა სოფო პეტრიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა