პენტაგონის ინფორმაციით, ლათინური ამერიკის თავზე ჩინეთის კიდევ ერთი სათვალთვალო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს.
აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერ, პატრიკ რაიდერის ინფორმაციით, ისინი შემთხვევას სწავლობენ და დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ. იქამდე კი, პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს.
ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.