„სტრატეგია აღმაშენებელმა“ პროექტი „ქალები ევროპული მომავლისთვის“ დაიწყო

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით ახალი პროექტი „ქალები პოლიტიკაში - ევროპული მომავლისთვის“ დაიწყო.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, პროექტს კოორდინირებას პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები ნანა ტოხვაძე და თეონა ჭალიძე გაუწევენ.

„პროექტის ფარგლებში შეხვედრები გვექნება რეგიონებში. ტრენინგებს კი ჩავატარებთ რუსთავში, გორში, მარნეულში, თელავსა და სიღნაღში. მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ქალს. თბილისში გვექნება შემკრები კონფერენცია, სადაც რამდენიმე ასეული ქალი მოიყრის თავს. NDI-ის ბოლო კვლევით მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს საპარლამენტო ცხოვრებაში ქალების და კაცების თანაბარ მონაწილეობას. ზოგადად კი ეს თანასწორობა სამართლიანობის ნაწილიცაა. პოლიტიკაში ქალების მეტად ჩართულობა საზოგადოებაზეც დადებითად აისახება. ამიტომ ვეცდებით წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში“, - აცხადებს თეონა ჭალიძე.

როგორც ნანა ტოხვაძემ აღნიშნა, პროექტი „ქალები ევროპული მომავლისთვის“, აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ აქტიურ ქალებს უკეთესი საზოგადოების მშენებლობისთვის გააერთიანებს.

„სოლიდარობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალები გაძლიერდნენ ქართულ პოლიტიკაში, მოქმედ პარტიებში და აქტიურად ჩაერთონ საზოგადო სიკეთის შექმნაში. დღეს ქვეყნისთვის გადამწყვეტ ეტაპზე ქალთა თანამონაწილეობის სტატისტიკა არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება. თუმცა ისტორიულად ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალები იყვნენ. დღესაც ინოვაციის, გამბედაობის, მეტი პირადი ინიციატივის გენერატორები ქალები არიან. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შექმნაშიც ქალების როლი გადამწყვეტია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „ქალები ევროპული მომავლისთვის“, რომელიც გააერთიანებს აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ აქტიურ ქალებს უკეთესი საზოგადოების მშენებლობისთვის“, - აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა