გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ჩემს თვალწინ ქრება, ადამიანი დნება, მიდის და მე ამის მოწმე ვარ - დღეს-ხვალ აღარ იქნება და თურმე, ეს ყველაფერი სპეცდიეტის ბრალია

ჩემს თვალწინ ქრება, ადამიანი დნება, მიდის და მე ამის მოწმე ვარ - ადამიანი დღეს- ხვალ აღარ იქნება და თურმე, ეს ყველაფერი სპეცდიეტის ბრალია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეცდიეტაზეა და „თურმე სიცხე და ტვინის დაზიანებაც ამის შედეგია“.

„სიცხე აქვს 37.7. სიცხე გუშინ და დღეს ხომ არ დაიწყო - ადამიანს 5 თვის განმავლობაში სულ სიცხე აქვს. გუშინ გაჟღერდა, რომ თურმე რაღაც სპეცდიეტა აქვს. როგორც ჩანს, სპეცდიეტის გამო აქვს ეს სიცხეები. ტვინი რომ აქვს დაზიანებული, ესეც სპეცდიეტის შედეგია, როგორც ჩანს. რომ ათრიეს და მალები, მარცხენა მკლავი რომ აქვს ჩამტვრეული, ესეც თვითდაზიანებით ხდება თურმე. იქიდან გამოვდივარ აბსოლუტურად დანგრეული. ჩემს თვალწინ ქრება, ადამიანი დნება, მიდის და მე ამის მოწმე ვარ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, გუშინ სასამართლო სხდომაზე, სადაც „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე გამოკითხეს, გამოჩნდა, რომ ნადირაძეს რეალურ ვითარებაზე ნაკლები წარმოდგენა აქვს.

„გუშინ მოვუსმინე და აქედან გამომდინარე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ ნინოს აქვს ნაკლები წარმოდგენა იმაზე, რაც რეალურად ხდება. სწორედ იქ გაიჟღერა სპეცდიეტამ, რაზეც არის თურმე ჩემი შვილი და თურმე ამის გამო სჭირს ის, რაც სჭირს. ეს უამრავი დიაგნოზი თურმე გამოიწვია იმ სპეცდიეტამ და საკუთარი თავის განადგურებამ - თითქოს ჩემი შვილი ამ რეჟიმშია. ადამიანი დღეს, ხვალ აღარ იქნება და თურმე, ეს ყველაფერ სპეცდიეტის ბრალია“,- ამბობს გიული ალასანია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა